მიხეილ სააკაშვილი - უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს - ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ გაერთიანებული ძალებით სვლა

ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იდეალური საარჩევნო სისტემა ვერ მიიღება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება.

„ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა. აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი. იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღებაც. ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

დიალოგში მონაწილე ფასილიტატორმა ელჩებმა შეთანხმების თაობაზე განცხადება გაავრცელეს. როგორც ფასილიტატორი დიპლომატების განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ასევე ოპოზიციისა ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია: "ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული".

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის