ქართული პრესის მიმოხილვა 10.03.2020

როდიდან დაიწყებს კორონავირუსი ჩაცხრობას - ახალი დამაიმედებელი პროგნოზი

როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოში საზოგადოების ცხოვრება - ქუჩის გამოკითხვა

***

როდიდან დაიწყებს კორონავირუსი ჩაცხრობას - ახალი დამაიმედებელი პროგნოზი

"მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელმა, ახალმა კორონავირუსმა, ადამიანების დღის წესრიგი რადიკალურად შეუცვალა, ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი "რეზონანსთან" მაინც დადებით პროგნოზსს აკეთებს. როგორც მან განაცხადა, საქართველოსთვის კრიტიკული ვითარება უკვე გადავლილია და 21 მარტიდან დაძაბული გარემო შეიცვლება, არსებული მდომარეობა კი უკეთესობისკენ წარიმართება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როდიდან დაიწყებს კორონავირუსი ჩაცხრობას - ახალი დამაიმედებელი პროგნოზი / “საქართველოში ეპიდემიური კატასტროფა მოსალოდნელი არ არის - 21 მარტის შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისკენ წარიმართება”

"21-ე საუკუნეში, როდესაც მედიცინა ასეთი განვითარებულია, მსოფლიო ახალი კორონავირუსის წინაშე თითქმის უძლური აღმოჩნდა, რადგან მისი ქცევის შესახებ მეცნიერებმა ამ მომენტამდე ცოტა რამ იციან. ეპოქაში, სადაც ადამიანი უკვე კოსმოსში დასახლებაზე ფიქრობს, ერთმა ვირუსმა დედამიწის მკვიდრნი იზოლაცია მოაქცია. დღეს ახალი ინფექციის გავრცელების საფრთხე უფრო მეტად იზრდება და მთელი ყურადღება სწორედ იქითკენ არის გადატანილი, რომ მისი პრევენცია მოხდეს. სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის სიმპტომები იცვლება, რაც კიდევ უფრო მეტ თავსატეხს აჩენს და ყოველი დღე პრაქტიკულად უსიამოვნო სიახლით იწყება. "21 მარტამდე იქნება ასეთი დაძაბულობა, 21 მარტის შემდეგ კი ჩაცხრობას დაიწყებს. ეპიდემიური კატასტროფა მოსალოდნელი არ არის, რადგან ეს პერიოდი საქართველომ უკვე გაიარა... პრაქტიკულად 21 იანვარს დამთავრდა. 21 იანვრამდე, სულ სხვა ვირუსით საქართველოში მსხვერპლი იყო. საქართველოში კორონავირუსით მსხვერპლი საბედნიეროდ არ არის და არც იქნება. თუმცა, გართულებებს არ გამოვრიცხავ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"იტალიას მართავს კუროს ზოდიაქო - საკმაოდ რთული კონფიგურაციაა კუროს ზოდიაქოსთვის. ევროპაში კორონავირუსი გაჩნდა იქ, სადაც ყველაზე მეტი ტურისტული ნაკადია. ამ კუთხით იტალია პირველ ადგილზეა. რამდენად ვერ გაუმკლავდა იტალია, ეს უკვე სხვა თემაა. იტალიის ჯანდაცვის სისტემას ზოდიაქო სასწორი მართავს, რომელიც ძალიან ნეგატიურად არის ასპექტირებული. ამიტომ, ეს არის იტალიის ჯანდაცვის სისტემის პრობლემა, რაც საქართველოში არ ხდება. „ჩვენთან პირიქით, - ჯანდაცვის სისტემისთვის ძალიან კარგი პერიოდია. თანაც კარგად და ოპტიმალურად მოქმედებენ ექიმები. ეს ყველაფერი ასტროლოგიური პარამეტრებიდან ხდება. საქართველოში ჯანმრთელობის სფეროს მართავს თხის რქა. წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი თხის რქაშია" - აღნიშნა ასტროლოგმა. ცნობისათვის, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რაოდენობამ 15-ს მიაღწია. იმ პაციენტებიდან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ, ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმე რჩება, კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კი სხვებთან შედარებით ოდნავ დამძიმდა, ვინაიდან მას ტემპერატურა უფიქსირდება”, - დასძენს გამოცემა.

"ამ დროისთვის თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში 23 პაციენტია მოთავსებული. ამასთან, კორონავირუსი დროთა განმავლობაში უფრო „ფარული" დაავადება ხდება და გარეგანი სიმპტომების მიხედვით ადრეულ სტადიაზე მისი გამოვლენა უფრო რთულდება. ასეთი შედეგები აჩვენა ჩინელი ექიმების კვლევამ, რომლის მიხედვითაც ვირუსის კლინიკური სიმპტომები შეიცვალა. მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 600-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი - 60 190-მდე გაიზარდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, თუმცა, მასშტაბურად იმატებს დაავადებულთა სტატისტიკა იტალიაში. შექმნილი მძიმე ვითარების გამო, იტალიაში 16 მილიონი ადამიანი მოექცა კარანტინის ზონაში ლომბარდიასა და სხვა ჩრდილოეთის რეგიონებში. მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 133 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 366-ს, ინფიცირებულთა რიცხვი კი - 7 375-ს შეადგენს. ირანში გარდაცვალების ახალი 49 შემთხვევა აღინიშნა. ჩინეთის იზოლირებულ ჰუბეის პროვინციაში ბოლო 24 საათში მხოლოდ 23 ადამიანი გარდაიცვალა და 43 დაინფიცირდა. ამერიკაში უკვე 34 შტატშია კორონავირუსი გავრცელებული, რის გამოც რამდენიმე მათგანში საგანგებო სიტუაციაა შექმნილი. დაღუპულთა რაოდენობა 21-ია, ინფიცირებულთა კი - 550”, - წერს სტატიის ავტორი.

როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოში საზოგადოების ცხოვრება - ქუჩის გამოკითხვა

“საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა,არის თუ არა ხალხში პანიკა დაინფიცირებულთა მატების გამო და ზოგადად როგორ შეცვალა მათი ცხოვრების წესი ვირუსმა - ამის შესახებ საზოგადოების აზრი "რეზონანსმა" ქუჩის გამოკითხვის შედეგად გაიგო. გამოკითხვაში მონაწილეობა 15-მა ადამიანმა მიიღო, თუმცა, ამათგან ნახევარმა კონფიდენციალური საუბარი ამჯობინა - ისინი პირად საუბრებში ყვებიან, რომ კორონავირუსის გამო პანიკაში არ არიან და არც ცხოვრების წესი არ შეუცვლიათ,უბრალოდ ახლა ჰიგიენას უფრო მეტ ყურადრებას უთმობენ, ვიდრე აქამდე უთმობდნენ და თავშეყრის ადილებს მეტ-ნაკლებად ერიდებიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოში საზოგადოების ცხოვრება - ქუჩის გამოკითხვა/ „კორონავირუსის საფრთხის გამო, იძულებული ხარ რაღაც-რაღაცეებს მოერიდო, მაგალითად, ხალხის თავშეყრის ადგილებს, მოგზაურობას”

"21 წლის, პროფესიით გაყიდვების მენეჯერი ნოდარ თოდაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ოჯახში პანიკას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, მისი თქმით, ოჯახის წევრები უფრო მეტად ფრთხილები გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ. "კორონავირუსმა ჩემი ცხოვრება შეცვალა იმ მხრივ, რომ, ალბათ, უფრო ფრთხილი გავხდი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვისრუსის სიმპტომიან ადამიანებს მეტ-ნაკლებად ვერიდები, ჩვენს ოჯახში კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ, ისინიც უფრო ფრთხილები გახდნენ" - განაცხადა თოდაძემ. 77 წლის ინჟინერი ნუგზარ მაისურაძე ინფექციისგან თავს საზოგადოების თავშეყრის ადგილების თავის არიდებით და ჰიგიენით იცავს. „კორონავირუსის საფრთხის გამო, იძულებული ხარ რაღაც-რაღაცეებს მოერიდო, მაგალითად, ხალხის თავშეყრის ადგილებს, მოგზაურობას. „ოჯახში ღმერთის წყალობით ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გვაქვს - შვილები სამსახურებში ჩვეულებრივ დადიან, ცდილობენ მოერიდონ ვისუსის გავრცელების წყაროებს, თუმცა, მაინც დადიან. რომ არ იმუშავო, არც ეს არაა გამოსავალი, ჩვენს ოჯახში პანიკა არაა, პანიკა ამ საქმეს არ შველის, ჯობია მოერიდო და ჰიგიენა დაიცვა. „საქართველოს ღმერთმა გაძლება მისცეს, ჩვენი ხალხი საზღვარგარეთ იმდენია წასული, რომ დაბრუნდნენ, მათ ოჯახებს ძალიან გაუჭირდებათ, ასევე, თვითონ ქვეყანას უჭირს, ღმერთმა საქართველოს ყველა მოქალაქეს გაძლება მისცეს."-განაცხადა მაისურაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"46 წლის გოჩა გიორგაძეს, რომელიც წიგნებს ყიდის, ყოველდღე უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა, თუმცა, ამის მიუხედავად ვირუსის გადადების არ ეშინია და ამბობს, რომ იგი ცხოვრებას ჩვეული რიტმით აგრძელებს. „ჩემი ცხოვრება კორონავირუსს არ შეუცვლია, ღმერთმა ნუ შეაცვლევინოს,ოჯახში თავისთავად შედარებით უფრო ფრთხილები გავხდით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებს არ ვერიდები. "რასაც ტელევიზორში ვუყურებ, მგონია, რომ სახელმწიფო კორონავირუსთან დაკავშირებით მაქსიმუმს აკეთებს, აქტიურობენ - ჩემი ოჯახი კი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს აგრძელებს, ჩვეულებრივად ვმუშაობთ, დავდივართ" - განაცხადა გიორგაძემ. 19 წლის სტუდენტი ედიკა დახუნდარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მისი ყოველდღიური რეჟიმი კორონავირუსს არ შეუცვლია. "ჩემი ცხოვრება კორონავირუსმა არანაირად არ შეცვალა, ზოგადად, ამის გამო არავის არ ვერიდები. საზოგადობრივ ტრანსპორტში კი მეტ-ნაკლებად შეიძლება ითქვას, ვერიდები, ოჯახში ძალიან ჩვეულებრივად ვართ, არანაირი პანიკა არაა, ცოტა უფრო მეტად უფრთხილდებიან თავს, მაგრამ პანიკით არა. „ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული, სახელმწიფოც ებრძვის, მაგრამ, უკეთესადაც შეგვიძლია, მაგრამ მგონია, რომ უფრო ხალხი იმალება" - განაცხადა ტუდენტმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"კორონავირუსს 27 წლის პედაგოგის ნია ჩოხელის ცხოვრების სტილიც დიდად არ შეუცვლია, იგი „რეზონანსს" უყვება, რომ გაღიზიანებას მხოლოდ საზოგადოებრვ ტრანსპორტში მჯდომი მგზავრის დაცემინება იწვევს, რომელიც ხელს არ იფარებს და დანარჩენ პირებს საფრთხეს უქმნის. კორონავირუსს ჩემი ცხოვრების სტილი დიდად არ შეუცვლია, ერთადერთი, ის შეცვალა, რომ ხელებს ახლა უფრო ხშირად ვიბან, ვიდრე აქამდე, მაღიზიანებს მხოლოდ ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვერდით მჯდომი მგზავრი დაცემინებისას ხელს არ იფარებს, ეს ისედაც ზოგადად გამაღიზიანებელია, მაგრამ ახლა უფრო მეტად იწვევს შიშს. ჩემს ოჯახში ვირუსის გავრცელებიდან პირველი ორი დღე საკმაოდ სტრესული იყო, თუმცა, შემდეგ გადაიარა, ახლა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს მივყვებით."-განაცხადა პედაგოგმა. ტაქსის მძღოლებს დღეში რამდენიმე ათეულ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა და უფრო მეტად იციან, თუ რა განწყობაა საზოგადოებაში, ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი, 35 წლის გელა მურჯიკნელი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ცხოვრების სტილი არ შეუცვლია და ისევ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. „კორონავირუსმა ჩემი ცხოვრების სტილი დიდად არ შეცვალა, უბრალოდ უფრო მეტად ვუფრთხილდებით, ჰიგიენას ვიცავ, როგორც ასეთი, რომ ცხოვრების სტილი დიდად შეიცვალა ისე, რომ ოჯახის გეგმები შეგვეცვალა, ასე არაფერი არ შეგვიცვლია. „ჩვეულებრივად ვმუშაობ, დავდივარ, უბრალოდ სიფრთხილეა საჭირო, არ იცი ვინ გამოგიძახებს, სად გამოგიძახებს, აი ამის გამო ცოტა სიფრთხილეს ვიჩენ. „ოჯახში არ ვპანიკობთ, მიუხედავად იმისა, რომ პატარა გვყავს და თან დღეში დაახლოებით 40-მდე ადამიანს ვხვდები. ასე ვერ დაიცავ თავს, სჯობია, რომ პანიკის გარეშე იყოს ყველა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არაა. „ადამიანების ყველა კატეგორიას ვხვდები და ვხვდები, რომ ხალხშიც ისეთი პანიკა არაა, ოჯახში სამი წევრი ვმუშაობთ, სამივე ჩვეულებრივად განვაგრძობთ სამსახურებში სიარულს, უბრალოდ ერთი ისაა, რომ საღამოს როდესაც სახლში ვბრუნდებით, ჰიგიენას მაქსიმალურად ვიცავთ. „ვფიქრობ,რომ სახელმწიფო კორონავირუსს ძალიან კარგად უმკლავდება, ტელევიზიებით თუ სხვა მედიასაშუალებებით რომ ვაკვირდები, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ხალხთან კომუნიკაციაშია, ყოველ სემთხვევაში ამ ყველაფერთან მათი მიდგომა მე ძალიან მომწონს" - განაცხადა მძღოლმა”, - დასძენს გამოცემა.

"კორონავირუსმა 22 წლის ჟურნალისტის ქეთი ფანოზიშვილის ცხოვრება რესპოდენტების უმრავლესობისგან განსხვავებით სრულიად შეცვალა, იგი ამბობს, რომ ოჯახში ამის გამო პანიკა აქვთ. ჩემი ცხოვრება კორონავირუსმა სრულიად შეცვალა, იმიტომ რომ ახლა უფრო მეტად ფრთხლი გავხდი, უფრო მეტად ვიცავ ჰიგიენას, ვიდრე აქამდე ვიცავდი. ვცდილობ რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს შეძლბისდაგვარად მოვერიდო, ისიც მაშინებს, რომ უმეტესობა, ვისაც გაციების ნიშნები აქვს, პირბადით არ დადის. ოჯახში პანიკაა, განსაკუთრებით ოჯახის უფროსი წევრებში, სულ მაფრთხილებენ, რომ პირბადით და ერთჯერადი ხელთათმანებით ვიარო და ფეხით უფრო მეტად ვიარო, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტით" - განაცხადა ფანოზიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა