ასლან ბჟანია, რომელიც მკურნალობის კურსს კრასნოდარში გადიოდა, ხვალ სოხუმში ჩავა

ასლან ბჟანია, რომელიც მკურნალობის კურსს კრასნოდარში გადიოდა, ხვალ სოხუმში ჩავა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია, რომელიც მკურნალობის კურსს კრასნოდარში გადის, სოხუმში ხვალ, 11 მარტს დაბრუნდება. ინფორმაციას ბჟანიას შტაბი ავრცელებს.

ცნობისთვის, 2 მარტს, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით ჯერ სოჭის, ხოლო შემდეგ კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მოხდა ხელოვნური კომის გამოწვევა. 3 მარტს, კომიდან გამოსვლის შემდეგ, დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ბჟანიას პნევმონია აღენიშნებოდა.

იხილეთ ვიდეო: ასლან ბჟანია, რომელიც მკურნალობის კურსს კრასნოდარში გადიოდა, ხვალ სოხუმში ჩავა