Ryanair-ი იტალიის მიმართულებით 8 აპრილამდე ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს

Ryanair-ი 8 აპრილამდე იტალიის მიმართულებით ყველა საერთაშორისო ფრენის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, დამატებითი შემცირება განხორციელდება შემდეგნაირად:

11 მარტის 24:00 საათიდან 8 მაისის 24:00 საათამდე, Ryanair შეაჩერებს იტალიის ყველა შიდა ფრენას. 13 მარტის 24:00 საათიდან 8 აპრილის 24 საათამდე კი Ryanair შეაჩერებს იტალიის ყველა საერთაშორისო ფრენას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მგზავრმა ელ.ფოსტით მიიღო შეტყობინებები ფრენის გაუქმების შესახებ. ამასთან მგზავრებს, რომელთაც სურთ დროზე ადრე დატოვონ ქვეყანა, 13 მარტამდე შეუძლიათ უფასოდ დატოვონ ქვეყანა.

„Ryanair- ი აგრძელებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული მთავრობის მითითებებისა და მოგზაურობის აკრძალვების გათვალსიწინებას. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და მგზავრები ფრენის გაუქმებების შესახებ ელ.ფოსტით იღებენ ინფორმაციას და შეთავაზებას ფრენის ტრანსფერის, სრულ ანაზღაურების ან სამგზავრო კრედიტის სახით. Ryanair-ი გულწრფელად ბოდიშს უხდის ყველა მომხმარებელს გრაფიკის შეფერხებების გამო, რაც გამოწვეულია ეროვნული სამთავრობო შეზღუდვებით და იტალიის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, რომ ჩაიკეტოს მთელი ქვეყანა Covid-19 -ის წინააღმდეგ საბრძოლველად“,-აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: Ryanair იტალიის მიმართულებით 8 აპრილამდე ყველა საერთაშორისო ავირეისს აჩერებს

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად