ოკუპირებული აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 14 მარტიდან დაკეტავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს მიიღონ ზომები „14 მარტიდან საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე“. ინფორმაცია დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის საიტზე გამოქვეყნდა.

„პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი ბრძანება, სადაც მითითებულია აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლის სრულად შეზღუდვის ხანგრძლივობა, გაიცა დღეს, 11 მარტს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან აფხაზეთის ე.წ. კორონავირუსისგან დაცვის უწყებათაშორისი შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ იმოგზაურონ იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია დაფიქსირებული.

ცნობისთვის, დე ფაქტო ოფიციალური პირების მონაცემებით, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა