პრემიერი - ვავალებ შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში უზრუნველყოს მოქალაქეების თვითიზოლაციის წესების ზუსტი აღსრულება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომელიც ახალი კორონავირუსის პრევენციის თვალსაზრისით თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, კარგად დაიცვან შესაბამისი პირობები.

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციაში უზრუნველყოს წესების დაცვა იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით თვითიზოლაციაში არიან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს გახლავთ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ, გარკვეული ვალდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამიტომ, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, კარგად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში უზრუნველყონ წესების ზუსტი და შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს