ფინეთის ყოფილი პრემიერი - ტრამპის შეზღუდვები შენგენის ზონაზე უპასუხისმგებლობაა - ვირუსები საზღვრებს არ ცნობენ

ევროპელი პოლიტიკოსები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, შენგენის ზონის ქვეყნებთან შეზღუდვების დაწესების თაობაზე კომენტარს აკეთებენ.

ტრამპის გადაწყვეტილებას ფინეთის ყოფილი პრემიერი, ალექსანდერ სტაბი გამოეხმაურა და მას უპასუხისმგებლო უწოდა.

„მისასალმებელია ნებისმიერი მცდელობა, რომ შეჩერდეს კორონავირუსის აფეთქება, მაგრამ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომ გამორიცხოს ბრიტანეთი აკრძალულთა სიიდან სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლობა. ვირუსები საზღვრებს არ ცნობენ. გადაწყვეტილებები ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა პოლიტიკაზე“,-წერს სტაბი.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ჩარლზ მიშელის თქმით, ევროკავშირი „მდგომარეობას შეაფასებს“.

„აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც დონალდ ტრამპმა დააწესა, ჩვენ ვითარებას შევაფასებთ. ეკონომიკური რღვევა თავიდან უნდა ავიცილოთ. ევროპა ყველა ზომას იღებს, რომ კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს“,-წერს მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შენგენის ზონიდან ფრენები აიკრძალა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს