მარინა ეზუგბაია - თუ მძიმედ მყოფი პაციენტის შემთხვევაში გადავლახეთ 13 დღე და ის იქნება სტაბილურად, თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება

ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტის შემთხვევაში, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა, რამდენიმე დღეა დაავადება არ პროგრესირებს.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კლინიკაში მოთავსებული 22 ინფიცირებული პაციენტიდან შვიდს პნევმონია აქვს.

„მე მინდა გითხრათ, რომ 22 პაციენტიდან შვიდთან არის დაკავშირებული პნევმონია გულ-მკერდის კატაკვლევის ჩატარების შედეგად. გახსენებთ, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მაგრამ უკვე რამდენიმე დღე ვიძახით იმასაც, რომ სტაბილურია მისი მდგომარეობა, დაავადება არ პროგრესირებს. შეიძლება ითქვას, რომ პროგრესირება თუ შეჩერდა და დასტაბილურდა, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოზე მძიმეა და არა როგორც მძიმე, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პაციენტების დაავადების პროგრესირება მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება პროგრესირდეს, ეს არის დაავადების ხასიათი. ამიტომ ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შესაძლებელია მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტების მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენ ტენდენცია“, - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა