მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის შემთხვევაში, მე-16 დღეს ჩატარებული ტესტირებით, პასუხი „სუსტად დადებითია“

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის შემთხვევაში, მე-16 დღეს ჩატარებული ტესტირებით, პასუხი „სუსტად დადებითია“.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მის შემთხვევაში ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა.

„მე-16 დღეს ჩატარებული ტესტირებით სუსტად დადებითია პასუხი, რაც ნიშნავს, რომ მართალია ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ მაინც არის კონცენტრაცია. მაინც ჯერჯერობით დადებითად ითვლება, ამიტომ საჭირო გაგრძელდეს მისი მეთვალყურეობა და აღებიდან მაქსიმუმ ოთხ დღეში უნდა გადაკონტროლდეს კიდევ ერთხელ“,-აცხადებს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. მას 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდის გავლის შემდეგ ახალი ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც ორგანიზმში ჯერ კიდევ ვირუსის არსებობა დაადასტურა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს