„თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს და მგზავრებს ურჩევს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენონ

შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს და მგზავრებს რეკომენდაციას აძლევს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენონ, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ განუცხადეს.

მათივე განცხადებით, ყველა მიკროავტობუსში დამონტაჟებულია და გამართულად მუშაობს გადახდის სპეციალური აპარატები.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსების ყველა მძღოლს აქვს ინფორმაცია, რომ შეუძლიათ გამოიყენონ თავდაცვის საშუალებები, მათ შორის პირბადეები და ხელთათმანი, რის მიწოდებასაც კომპანია უზრუნველყოფს.

„ყველა მძღოლს აქვს მიცემული რეკომენდაციები. რამდენჯერმე დავარიგეთ პირბადეები და ხელთათმანები. ბუნებრივია გაფრთხილებულები არიან, რომ ნაკლები შეხება იყოს ფულთან, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა, არ გვაქვს უფლება მძღოლს ვუბრძანოთ თავდაცვის საშუალებები გამოიყენონ. ყველა ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. ჩვენგან ამ ტიპის რეკომედაციები ყველა მათგანს მიღებული აქვს. თუ მძღოლების მხრიდან იქნება მოთხოვნა, ჩვენ დამატებით კიდევ მივაწვდით თავდაცვის საშუალებებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებში ქეშით მგზავრობის საფასურის გადახდას, კომპანიას არ აქვს უფლება აკრძალოს ქეშით გადახდა. ყველა მიკროავტობუსში დგას გადახდის აპარატები და აქვს უფლება ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე გადაიხადოს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილი არ იყენებს ბარათს, ქეშით გადახდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის მიკროავტობუსში“.

რაც შეეხება მგზავრების ნაწილის ეჭვებს, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა შესაძლოა, შემცირებული იყოს, რადგან დაწესებულებების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, კომპანია აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ დედაქალაქში მიკროავტობუსები შეუფერხებლად მოძრაობს.

მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსებს 2-3 დღეში ერთხელ დეზინფექციაც უტარდება.

„1200-ვე მიკროავტობუსი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით აქამდე მოძრაობდა, ახლაც მოძრაობს შეუფერხებლად. ყველა მიკროავტობუსი გადის დეზინფექციას იტალიური ხარისხის ხსნარებით, რომელსაც 7-დღიანი მოქმედების ვადა აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, 2-3 დღეში ყველა მიკროავტობუსი ამ პროცესს თავიდან გადის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეგვიძლია მივაწოდოთ ვიდეომასალა, რომელსაც ავტოფარეხებიდან ყოველდღიურად ვიღებთ. დეზინფექცია ტარდება როგორც შიდა, ასევე გარე დამუშავებით. ყველა მგზავრს აქვს საშუალება გადაადგილდეს შეუფერხებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განუცხადეს კომპანიაში “ინტერპრესნიუსს“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო