ქართული პრესის მიმოხილვა 13.03.2020

რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება

რომელი ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში მოგვათავსებენ კარანტინში

***

რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება

“პანდემიამ ქართველ საზოგადოებას ყოველდღიური ცხოვრების რიტმი შეუცვალა, ურთიერთობისა და ტრადიციების მოყვარულმა ერმა ვირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციები ჯერ გადაკოცნასა და ხელის ჩამორთმევაზე მიიღო, ხოლო, ამჯერად საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, მთავრობამ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დიდი თავყრილობები, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი, აკრძალოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რის გამოც პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შეზღუდვების აუცილებლობის წინაშეა ქართული საზოგადოება / "აუცილებლობა ქართველს, ფრანგს, ინგლისელს, ბერძენს არ სცნობს - ქართველი ერი ამ ყველაფერს კი არ შეეგუება, არამედ რეალობად მიიღებს”

"გიორგი გახარია სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. დაავადებათა კონტროლის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მათ მთავრობას რეკომენდაციებით მიმართეს. "მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ, დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, მთავრობამ აკრძალოს. "ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე", - განაცხადა პაატა იმნაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მანამდე 27 თებერვალს კი დაავადებათა კორტოლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, გადაკოცნაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი ვთქვათ და მისალმების დისტანციური ფორმა გამოვიყენოთ. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „რეზონანსთან" ვირუსის პრევენციისთვის მთავრობის გადაწყვეტილებებს იწონებს, მისი თქმით, ქართული საზოგადოება რეკომენდაციებს კი არ შეეგუება, არამედ რეალობად მიიღებს. როგორც ფსიქოლოგი ძალიან დიდი პოზიტიური თანხმობით ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებას ვუდასტურებ, იმიტომ, რომ ფილოსოფოსები ამბობენ, რომ შეცნობილი აუცილებლობა არის თავისუფლება. ამჯერად კი შეცნობილი აუცილებლობა სიფრთხილეა - აუცილებლობა ქართველს, ფრანგს, ინგლისელს, ბერძენს არ სცნობს, აქ ქართულ ეთნოხასიათზე კი არაა ლაპარაკი, თუ ეთნოსური ხასიათი კაცობრიულთან შესაბამისობაში არ მოდის, ის უკვე ეთნოსური/ეროვნული კი არაა, არამედ ნაცისტურია. არასოდეს არ ვიფიქროთ, რომ ეროვნული შესაბამისობაში არაა კაცობრიულთან, საყოველთაოსთან და აუცილებლობასთან”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართველი ერი ამ ყველაფერს კი არ შეეგუება, არამედ რეალობად მიიღებს, რეალობის და აუცილებლობის მიღება ქართულ ეთნოხასიათმა ისტორიულად გაიარა, გაიარა ეკონომიკური, კულტურის პოლიტიკის თვალსაზრისით. 12-ე საუკუნეში „ვეფხისტყაოსანში" რუსთაველმა დაწერა, რომ „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?! მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.", „ზესთ მწყობრთა წყობა", ესაა ის უზენაესი ღირებულებები,რომელთანაც შესაბამისობა გვმართებს, ეს 12-ე საუკუნეში ითქვა და 21-ე საუკუნის ადამიანს ეს, რომ ცნობიერ დონეზე დაავიწყდეს, მის არაცნობიერს მაინც ახსოვს. იმიტომ, რომ, ეს კულტურა არის ის, რასაც მოვლენათა ცვალებადობის გამძლეობა ჰქვია, მოვლენათა ცვალებადობის გამძლეობა ეს აუცილებლობის მიღებაზეა დაფუძნებული, რომელიც ქართულ ხასიათშია და ჩვენშია, ამიტომ, ეს ზომები, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, იმ არსებული ვითარების და იმ მზაობის ზუსტი და ადეკვატურია,რომელიც კონკრეტულად ქართველ ხალხს გააჩნია" - განაცხადა ჩაჩუამ”, - დასძენს გამოცემა.

"შეგახსენებთ, რომ მთავრობა მოქალაქეებს ასევე მიმართავს, რომ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში მისვლისგან თავი შეიკავონ. კორონავირუსთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებში სწავლა 1 აპრილამდე გადაიდო,სამხედრო სავალდებულო გაწვევა კი 13 აპრილამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

რომელი ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში მოგვათავსებენ კარანტინში

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრებზე ზომები გაამკაცრა, ამჯერად საკარანტინო სივრცეებში მოათავსებენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოვლენ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა, რომელსაც ბილეთები უკვე დაჯავშნული აქვს, კარანტინს თავი აარიდოს და მოგზაურობა გაურკვეველი დროით გადადოს, რამაც შესაძლოა ავიაკომპანიები დააზარალოს, ხოლო ქვეყანა კი თანდათან იზოლაციაში აღმოჩნდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რომელი ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემთხვევაში მოგვათავსებენ კარანტინში

"აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, ამ დადგენილი წესების თანახმად,საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებიდან დაბრუნდება, 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი საზღვარზე კორონავირუსზე კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ, ან მათაც საკარანტო რეჟიმი გაიარონ. მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების რეჟიმი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან. ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან ბრუნდება საქართველოში, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. გარდა ამისა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან რამდენიმე თვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას" - განაცხადა გახარიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ პანდემიის გამო, შესაძლოა მოსახლეობამ მოგზაურობისგან თავი შეიკავოს, რის შედეგადაც ავიაკომპანიები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, ხოლო ქვეყანა ეკონომიკური კუთხით შესაძლოა სრულიად ახალ რელსებზე გადავიდეს. ეკონომიკური პრობლემები, რომ გაჩნდება, ამას ლაპარაკი არ უნდა და პანდემიის შემდეგ მთელი ეკონომიკა საერთოდაც ახალ რელსებზე გადალაგდება. სერიოზული ცვლილებები იქნება, რა თქმა უნდა ავიაკომპანიებს კრიზისი ექნებათ, რა თქმა უნდა, კრიზისი ექნებათ დიდ საწარმოებსაც. მოსახლეობა, რა თქმა უნდა, მგზავრობას მოერიდება, როდესაც არ ერიდებოდნენ, მიხვდნენ რა შედეგიც გამოიღეს და ახლა მითუმეტეს უფრო მეტად მოერიდებიან, რითაც ავიაკომპანიებს ძალიან დიდი პრობლემები გაუჩნდება. სახელმწიფოს ძალიან მძიმე გამოცდა ელის, უკიდურესად მძიმე და ეს სახელმწიფო არაა მხოლოდ „ქოცი" და „ნაცი", ამიტომ პოლიტიკური ძალები მიხვდებიან, რომ ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ თვითონ თავიანთი რადიკალიზმით და აგრესიულობით კორონავირუსს ვერ მოერევიან, რომ სრულიად სხვა პოლიტიკა უნდა აწარმოონ, რომ ადამიანების მიმართ შემწყნარებლები უნდა იყვნენ" - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით პანდემიას ქართული საზოგადოება ღირსეულად შეხვდა. ჩვენს ქვეყანას უზარმაზარი გენეტიკური მახსოვრობა აქვს, წარმოუდგენლად დიდი, როგორ შეუძლიათ, რომ ყველაზე მძიმე პრობლემებს ირონიით შეხედონ. გუშინ ერთმა პატარა ვიდეორგილმაც კი აჩვენა ეს დამოკიდებულება, ახალგაზრდა ქალი ყვებოდა, რომ თუ მიქელ გაბრიელი წამიყვანს, ეგეც არაუშავსო... ჯანმრთელობა რომ მთავარი პრობლემა იყო, აქამდე ვერც „ქოცი" ხვდებოდა ვერც „ნაცი". სამყაროში რომ სხვანაირადაა დალაგებული იერარქია და ეს იერარქია პოლიტიკაზე რომ არაა აწყობილი, მაგასაც ვერ ხვდებოდნენ - ქართული საზოგადოება ყველაზე უფრო ჯანმრთელი აღმოჩნდა იმ კოშმარების მიმართ, რომელიც ქვეყანაში ახლა ხდება. მსოფლიომ პანდემია გამოაცხადა და რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არსებობს, მაგრამ, ამას საქართველოში ღირსებით სავსე ადამიანები შეხვდნენ, აღარ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვინც ამის მენეჯმეტს ეწევა - დაწყებული გამყრელიძით, დამთავრებული ინფეციონისტით, ოჯახის ექიმით, თუ პლიკლინიკის ექიმით, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების მიმართ გაცილებით მადლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ" - განაცხადა ფირალიშვილმა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსული ინფექცია (COVID-19) 24 მოქალაქეს დაუდასტურდა.“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა