დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების" დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად გვინდა

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმის გაფორმებით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ „ქართული ოცნების” დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად უნდათ.

ბაქრაძის თქმით, ეს შეთანხმება ქვეყანაში დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოს უზრუნველყოფს.

„დღეს ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, რომ ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" დამარცხება, ჩვენ გვინდა „ქართული ოცნების" დამარცხება უკეთესი საქართველოს ასაშენებლად. დღეს ხელი ეწერება შეთანხმებას, რომელიც იქნება ერთ-ერთი საფუძველი უკეთესი საქართველოს ასაშენებლად, ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად პასუხისმგებლიანად და გააზრებულად მოქმედებს ერთიანი ოპოზიცია. დღეს კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს არის ღირებულებითი ერთიანობა, რომლის ამოცანა არის ქვეყნის წინ წაყვანა და იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. „ევროპული საქართველო" სიამოვნებით უერთდება ამ შეთანხმებას, ეს შეთანხმება არის ქვეყანაში თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლოს, ღირსეული და თავისუფალი ბიზნესისა და ღირსეული და თავისუფალი მოქალაქეების პირობების შესაქმნელად”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, 20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მისაღწევად და მისდამი ნდობის სწრაფად გაჩენის მიზნით, განახორციელებენ რეფორმებს და დაისახავენ სხვადასხვა ამოცანებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა