რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული დაკვირვების ქვეშ მყოფი 40 პირიდან სამს ტემპერატურა აღენიშნება და შესაბამისი ანალიზები უტარდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული 40 ადამიანიდან სამს ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე განმარტებით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს საკარანტინე ვადა გაუვიდა და დიდი ალბათობით, 5-მდე მოქალაქე დღეს, ხვალ და ზეგ ბინაზე გაეწერება.

„ამ წუთისათვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება ჩვენი ქვეყნის 40 მოქალაქე. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე მოქალაქეს საკარანტინე ვადა გაუვიდა და ვფიქრობთ, რომ დღეს, ხვალ და ზეგ ხუთამდე ადამიანს ბინაზე გავუშვებთ, რათა თავიანთი თავის მოვლა გააგრძელონ. გუშინ მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე პირი გავუშვით ამ საკარანტინე ზონიდან, სამაგიეროდ კიდევ დამატებით მოქალაქეები მივიღეთ ასე, რომ დღეს უკვე 40 ადამიანი გვყავს.

სიცხე ზოგს აქვს, 37.2; 37,3; ზოგს 37,7. ასეთი პაციენტები ჩვენთვის უკვე განსაკუთრებული დაკვირვების საკითხია. მათ უტარდებათ სისხლის ანალიზები, რენტგენოლოგიური კვლევა იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ პნევმონია“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.

გარდა ამისა, როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აღნიშნავს, ისნის საკარანტინე ზონაში მოთავსებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ისანში, კარანტინში მოთავსებულ ადამიანებსაც რესპუბლიკური საავადმყოფო კურირებს. იქ მყოფი მოქალაქეების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, რაიმე განსაკუთრებული არც იქ არ ხდება, უბრალოდ იქ იყო ოჯახი, დედა, ბავშვი და მამა, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ, ისინი გადაიყვანეს ბათუმში, ინფექციურ საავადმყოფოში სამეთვალყურეოდ იმიტომ, რომ ბავშვს სიცხე ჰქონდა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებული იყო მათ საცხოვრებელ ადგილთან და უფრო მოსახერხებელი იყო ბათუმში გადაყვანა“, - აღნიშნა გოფოძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ