ვლადიმერ პუტინი კმაყოფილია ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთთან“ ურთიერთობისა და გასულ წელს სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურად განვითარების გამო. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა დე ფაქტო რეჟიმის ლიდერთან ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა.
„მთლიანობაში, ურთიერთობები ვითარდება კარგად. გასულ წელს დავაფიქსირეთ სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რაც შეუძლებელია არ გვახარებდეს. შესრულებულია საინვესტიციო პროგრამაც 4,2 მილიარდის ოდენობით. ვიცი, რომ გაქვთ გარკვეული მოსაზრებები ამ საკითხზე: როგორ შეიძლება წინ წავიწიოთ და რა წარმოადგენს რესპუბლიკის პრიორიტეტს. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ - მიმართა პუტინმა ბიბილოვს, რომელსაც ის კრემლში შეხვდა.