გიგა ბოკერიას განცხადებით,  გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა ყველა ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა უგულავას შეწყალების საკითხი განიხილოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გიგი უგულავამ და მისმა ადვოკატმა ყველა ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა უგულავას შეწყალების საკითხი განიხილოს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას არ აქვს პროგნოზი, თუ როგორ მოიქცევა ზურაბიშვილი.

„მთელი პოლიტიკური სპექტრი, ვინც ამ საქმეში ჩართული იყო, გამოთქვამს იმედს, რომ ეს შეთანხმება შესრულდება და ეს ვითარება განიმუხტება. მათ ინტერესშია, რომ საქართველოში ვითარება დამშვიდდეს და ამ ატმოსფეროს დამშვიდებისთვის საკვანძო საკითხია - პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი. ამიტომ მიმართა მთელმა სპექტრმა პრეზიდენტს და შეთანხმებაშიც წერია, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენებააა სასურველი და უგულავას შემთხვევაში საჭირო. როდის და რას იზამს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მე ამის პროგოზს არ გავაკეთებ. ჩემი, როგორც მოქალაქის, პოლიტიკოსის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოპოზიციის წევრის სურვილია, ქვეყნისა და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება შესრულდეს და ჩვენ, იმ გამოწვევის გადალახვის შემდეგ, რაც ახლა მთელ მსოფლიოს აქვს ეპიდემიის სახით, ვიყოთ ნორმალურ ან შედარებით ნორმალურ საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე