პაატა იმნაძე - მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფებს, გამოდი სამსახურშიო - თუ ასე გააგრძელებენ, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ მათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ზოგიერთი დამსაქმებელი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გასვლას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იმნაძე განმარტავს, თუ დამსაქმებლები მსგავს ქმედებებს განაგრძობენ, ის მათ დაასახელებს.

„მოგვდის ინფორმაცია, როცა დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გამოდი სამსახურშიო. ჩვენ თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ ასე გააგრძელებენ თვითიოზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ“, - განაცხადა იმნაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო