ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოეთიდან დამკვირვებლები არ იქნებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს რუსი დამკვირვებლები აღარ დააკვირდებიან. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნულის მიზეზი ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც თანამდებობის პირებს პანდემიის გამო ქვეყნიდან გასვლას უკრძალავს.

„ყველამ იცის, რომ პანდემია გამოცხადდა მთელ მსოფლიოში. ამას მსუბუქად ვერ შევხედავთ. კორონავირუსის საშიშროება დიდია ევროპაში. საორგანიზაციო კომიტეტმა ამჯერად არ მიიწვია უცხოელი დამკვირვებლები, მაგრამ არჩევნებს არ გავაუქმებთ, ”- აცხადებენ დე ფაქტო კომიტეტში.

ცნობისთვის, ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტსაა ჩანიშნული. მასში მონაწილეობას სამი ე.წ. კანდიდატი იღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა