ადვოკატი - ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებაში ერთი მოწმის პირდაპირი ჩვენება აქვთ, ისიც პირდაპირ ვერ გვიდასტურებს ოქრუაშვილის მხრიდან უკანონო დავალების მიცემას

ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მოწმის, მსჯავრდებულ ზურა მიქაძის ჩვენება არსებობს.

აღნიშნულის შესახებ ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, ზურაბ მიქაძემ ჩვენება არაერთგზის შეცვალა და ახლა ხელს ირაკლი ოქრუაშვილისკენ იშვერს.

ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებაში ერთი მოწმის პირდაპირი ჩვენება აქვთ, ისიც პირდაპირ ვერ გვიდასტურებს ოქრუაშვილის მხრიდან უკანონო დავალების მიცემას. მოწმემ უბრალოდ, ოქრუაშვილის სიტყვებს, რომელიც გასარკვევია უთხრა თუ არა საერთოდ - „პატრულის იმიჯი გადავარჩინოთო“ - თავისი ინტერპრეტაცია მისცა და თქვა, გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთო. ზურაბ მიქაძეს ვგულისხმობ. ის მანამდე 4-ჯერ არის დაკითხული, საქმე სააპელაციოშია და სულ სხვადასხვა ჩვენებებს იძლევა, ახლა ის ოქრუაშვილისკენ იშვერს ხელს. სხვა ყველა მტკიცებულება, თუნდაც ქარელის, დონაძის ჩვენება, ეს არის ირიბი მტკიცებულება და ის ერთადერთი მოწმე, რომელიც თითქოს, პირდაპირ ჩვენებას იძლევა, მთლად პირდაპირიც არ არის. მითხარით, არის თუ არა ასეთი მოწმე სანდო, რომელიც ყოველ ჯერზე თავის ჩვენებას ცვლის?

სასამართლომ დღეს ჩვენი არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, სხვა რამეს არც ველოდი. ეს შუამდგომლობები ბრალდების მხარეს რომ დაეყენებინა, დარწმუნებული ვარ, ყველას დაუკმაყოფილებდა“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა