„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად, სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს

„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად.

"ლელო საქართველოსთვის" წევრებმა გიორგი კანაშვილმა და ლანა გალდავამ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დახმარებას შეეხება.

„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას: 1) შეიმუშაოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად; 2) მაქსიმალურად გაკონტროლდეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები და ყველა პირის მიმართ განხორცილდეს სადიაგნოსტიკო ღონისძიებები სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობით; 3) გაუწიოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დახმარება, როგორც საინფორმაციო გაიდლაინებით და სამედიცინო ინვენტარით (მედიკამენტებით, სადიაგნოსტიკო ტესტებით, სუნთქვის აპარატებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებით), ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისებით - როგორც ტერიტორიის შიგნით (საჭიროების შემთხვევაში), ასევე საოკუპაციო ხაზების სიახლოვეს; წინასწარ გამოთავისუფლდეს ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს სტაციონარის ის ადგილები, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება რისკ-ჯგუფების განთავსება და სამედიცინო ღონისძიებების გატარება“, - აცხადებენ „ლელოს“ წევრები.

როგორც გიორგი კანაშვილმა განაცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის დასახმარებლად ,,ლელო საქართველოსთვის’’ მუშაობს ძალიან სერიოზულ ხედვაზე, რომელიც უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

,,პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი პრიორიტეტია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გავაჟღერეთ აფხაზურ საზოგადოებასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივა. ჩვენთვის ცნობილია, რომ როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში სამედიცინო თვალსაზრისით სიტუაცია ძალიან მძიმეა. სამედიცინო ინფრასტრუქტურა კორონავირუსისთვის სრულიად მოუმზადებელია. ამ ეტაპზე ცხინვალში უკვე რამდენიმე ადამიანია გადაყვანილი კარანტინში. საკონტროლო პუნქტები ჩაკეტილია დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ არ არის ჩაკეტილი რუსეთთან. საქართველოს სუვერენიტეტი ფსოუმდე და როკის გვირაბამდე ვრცელდება და მიუხედავად რუსეთის მიერ დროებითი ოკუპაციისა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ", - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

პრესკონფერენციაზე ლანა გალდავამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად, რაც საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გასატარებლად აღნიშნულ რეგიონებში დაავადების როგორც პრევენციისა და დიაგნოსტირების, ასევე მართვისა და აღმოფხვრისათვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადოთ სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, პოლიციის წარმომადგენლებს, რომელთაც მუდმივი, ყოველდღიური კონტაქტი აქვთ რისკჯგუფებთან და გვაჩვენებენ სამოქალაქო გმირობის მაგალითს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ, ჩვენს თანამოქალაქეებთან - აფხაზებთან და ოსებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, რომელსაც ამ შემთხვევაში სიტუაციის მართვის ყველაზე დიდი ბერკეტი აქვს და, ამავდროულად, გააჩნია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ - დავსხდეთ ერთად, დავსახოთ გეგმები, მივიღოთ სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილი და სამოქმედო გეგმა, რომ ღირსეულად გავუმკლავდეთ ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს’’, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა