კომუნიკაციების ომბუდსმენმა მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს რეკომენდაციით მიმართა

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს რეკომენდაციით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომუნიკაციების ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

კომუნიკაციის ომბუდსმენს მიზანშეწონილად მიაჩნია, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ გადავადდეს ისეთი გეგმიური/პროფილაქტიკური სამუშაოები, რომლითაც მომხმარებლებს ეზღუდებათ სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომა.

”მოგეხსენებათ COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნიდან გამომდინარე, ქვეყანაში საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების ნაწილი გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ტელეკომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ ხარისხიანი და შეუზღუდავი მომსახურების მიწოდება.

ამასთან, მიზანშეწონილად მიმაჩნია მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ გადავადდეს ისეთი გეგმიური/პროფილაქტიკური სამუშაოები, რომლითაც მომხმარებლებს ეზღუდებათ სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომა და ამავდროულად მათი გადავადებით კომპანიების შემდგომ გამართულად ფუნქციონირებას საფრთხე არ დაემუქრება და კომპანიას არ მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ასევე მოგმართავთ თხოვნა/რეკომენდაციით, გამოხატოთ სოლიდარობა და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოთ მომხმარებლებისთვის შეუზღუდავი მომსახურების მიწოდება და მათი თანხმობის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის მანძილზე ისეთი საშეღავათო მექანიზმის ამოქმედება, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომხმარებლის ინტერესები”,- ნათქვამია კომუნიკაციის ომბუდსმენის, გვანცა ჩხეიძის განცხადებაში.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად