საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლა დაიწყო

COVID-19-თან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში 16 მარტს დისტანციური სწავლა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სწავლება ZOOM-ის ყველაზე თანამედროვე პლატფორმაზე ხორციელდება და პროცესი ყოველგვარი გართულებების და ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

„ამჟამად SANGU სრულად არის დისტანციურ სწავლებაზე გადასული. ლექტორებს და სტუდენტებს გადაეცათ დეტალური ინფორმაცია და წესები, თუ როგორ უნდა წარიმართოს სწავლის პროცესი ახალი მოდელით.

უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესი საკმაოდ სწრაფად და მარტივად მოხდა, რადგან უნივერსიტეტი სრულიად თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.

ონლაინ სწავლება საშუალებას იძლევა არ მოხდეს გაზაფხულის სემესტრის კიდევ უფრო მეტად გადაწევა ზაფხულის თვეებში და სტუდენტებმა სრულფასოვნად შეძლონ ზაფხულის არდადეგების გამოყენება.

ონლაინ სწავლება გაგრძელდება მანამ, სანამ შესაბამისი რეკომენდაციები და შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში“,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს