„თავისუფალი საქართველო“ კომერციულ ბანკებს მოუწოდებს მეტი ჰუმანურობა გამოიჩინონ

„თავისუფალი საქართველო“ კომერციულ ბანკებს მოუწოდებს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, მიუხედავად იმისა ისინი ბანკის პრობლემური კლიენტები არიან თუ არა, მეტი ჰუმანურობა გამოიჩინონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, „თავისუფალმა საქართველომ“ მიიღო ინფორმაცია ქუთაისში, განათლების ქუჩაზე მცხოვრები 86 წლის ქალბატონისაგან, რომ მას, ერთ-ერთი ბანკის მოთხოვნით, რომელსაც ამ ეტაპზე შეგნებულად არ ასახელებენ, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

„მოხუცი ქალბატონი ერთადერთ საცხოვრებელში, რომელიც ბანკმა იძულებით აუქციონზე შეიძინა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. კომუნალური მომსახურების შეწყვეტა კი, არა გადასახადის გადაუხდელობის, არამედ ბანკის წინაშე სასესხო დავალიანების გამო მოხდა. საინტერესოა, რომ როდესაც კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საჯარო და კერძო სექტორი სხვადასხვა ინიციატივებით გამოვიდნენ, ერთ-ერთი პირველი სწორედ ზემოთ ხსენებული ბანკი იყო“,- აცხადებენ „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა