ზურაბ ჭიაბერაშვილი - საპენსიო შენატანის გადავადების შესახებ ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთათვის, ისე დამსაქმებლებისა და თვითონ ბიუჯეტისათვის

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, თუ მთავრობა მიესალმება ბანკების მიერ საბანკო პროცენტების გადავადებას, მაშინ ასევე უნდა მიესალმოს მათი პარტიის ინიციატივას საპენსიო შენატანის შესახებ.

ჭიაბერაშვილის თქმით, პარტიის მიერ შეთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანია, როგორც დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის, ასევე, მთავრობისთვისაც.

„თუ მთავრობა თვითონ მიესალმა ბანკების გონივრულ გადაწყვეტილებას, საბანკო პროცენტის გადავადების შესახებ, მაშინ ისინი, ასევე, უნდა მიესალმონ „ევროპული საქართველოს“ წინადადებას, რომ რვა თვით შეჩერდეს იმ პროცენტების გადარიცხვა დაგროვებით საპენსიო ფონდში, რაც მნიშვნელოვანია როგორც დასაქმებულთათვის, ისე დამსაქმებლისთვის და თვითონ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. სამივეს - დასაქმებულსაც, დამსაქმებელსაც და თვითონ მთავრობასაც დარჩება ბიუჯეტში ფული, რომელთა გამოყენებაც დღეს, ამ კრიზისულ ვითარებაში, უკლებლივ ყველას სჭირდება“,- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს