„აჭარა ტექსტილი" საქართველოში პირბადეების წარმოებას იწყებს

სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის" ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე აცხადებს, რომ „აჭარა ტექსტილი" საქართველოში პირბადეების წარმოებას იწყებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, კომპანია მზადაა 500 000 პირბადე სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს, წარმოება კი ეკონომიკის სამინისტროსთან ნიმუშების შეთანხმების შემდეგ დაიწყება.

„გუშინ გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და შევჯერდით გარკვეულ ნედლეულზე, რისგანაც პირბადე უნდა ვაწარმოოთ. როგორც ვიცით, ეს ნედლეული შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში და მათ რეკომენდაცია გაუწიეს მარლისგან პირბადეების დამზადებას. ეკონომიკის სამინისტრომ მოიძია ნედეული საქართველოში და მიმდინარეობს უცხოეთშიც ნედლეულის მოძიება. ჩვენ სამინისტროს შევთავაზეთ 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. როგორც კი საბოლოო ნიმუშებზე შევჯერდებით, მეორე დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ წარმოება",-აღნიშნა გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო კოორდინირებას უწევს პროცესს, ინვესტიციას კი თავად კომპანია ახორციელებს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება