ჯანდაცვის მინისტრი - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა მიიღოს ის გაზრდილი ნაკადი, რომელსაც ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზადაა მიიღოს გაზრდილი ნაკადი. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია კორონავირუსის მეტი გავრცელება.

„მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ გადავდივართ ახალ რეჟიმზე. ეს არის კვლავ ისევ პრევენციული რეჟიმი, ოღონდ უფრო მეტად გამკაცრებული, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მეტად მოგვიწევს ჩვენი მოქალაქეების გაკონტროლება იმისათვის, რომ მათ მოახდინონ სოციალური დისტანცირება, რათა ყველა ჯაჭვის გაწყვეტა და ვირუსის გავრცელების შეჩერება მოხდეს.

ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისათვის, რომ მიგვეღო პირველი ტალღა. ეს პირველი ტალღა უკვე სისტემას ჰყავს მიღებული. ახლა ველოდებით შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში. ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში აღვწერეთ ყველა საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც 24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა პაციენტების მისაღებად და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა მიიღონ ის გაზრდილი ნაკადი, რომელსაც ველოდებით“,-აღნიშნა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს