ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ  ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის შესახებაც ისაუბრეს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის წევრებს კრემლში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა.

„რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ეხება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობას ყველა სფეროში, დაწყებული გასული წლების საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციიდან, მომდევნო სამი წლის საინვესტიციო პროგრამებზე, ტვირთებისა და საქონლის საბაჟო გადაკვეთაზე, როკის გვირაბით რუსეთიდან ელექტროგადამცემი სარეზერვო ხაზის გატარებაზე, ასევე სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის ხელფასის მომატების შესახებ შეთანხმებაზე“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ახალმა მთავრობამ უკვე დაიწყო აქტიური განხილვა იმ საკითხებისა, რომლებიც ეხება „სამხრეთ ოსეთს“, შემუშავებულია მექანიზმები და მოსამზადებელია სახელმწიფოთაშორისი კომისია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა