„საქსტატი“ მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადადის

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, „საქსტატი“ მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადადის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ზოგიერთი გამოკვლევის ფარგლებში (შინამეურნეობათა და სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევა), პირდაპირი ინტერვიურების მეთოდის სატელეფონო და ონლაინ გამოკითხვის მეთოდებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

„პირდაპირი ინტერვიურების (პირისპირ გამოკითხვის) დროს, საქსტატის ინტერვიუერები სტუმრობენ ოჯახების დიდ რაოდენობას, რაც ქმნის დაავადების გავრცელების რისკებს, როგორც საქსტატის თანამშრომლებისთვის, ისე რესპოდენტებისთვის.

შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქსტატი“ დროებით აჩერებს ინტერვიუერების ვიზიტს რესპონდენტებთან, ხოლო მონაცემთა შეგროვებას, უახლოესი თვეების განმავლობაში, განახორციელებს სატელეფონო ინტერვიუებისა და ონლაინ გამოკითხვის საშუალებით.

საერთაშორისო და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, საქსტატის თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარე წლის 13 მარტიდან გადასულია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. ამასთან, განხორციელდა სადეზინფექციო სამუშაოები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს