რომან გოცირიძე - არ მგონია დღეს ისეთი ვითარება იყოს, რომ პარლამენტი წავიდეს და სამზარეულოდან იღებდეს გადაწყვეტილებას

არ მგონია დღეს ისეთი ვითარება იყოს, რომ პარლამენტი წავიდეს და სამზარეულოდან იღებდეს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან პარლამენტის ონლაინ საქმიანობაზე გადასვლის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

რომან გოცირიძე გარკვეულ საფრთხეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ძალიან კონკრეტული უნდა იყოს, მათ შორის გაწერილი უნდა იყოს მისი მოქმედების ვადებიც.

„პარლამენტის დისტანციური მუშაობის შესახებ კანონი არის უკიდურესად საფრთხის შემცველი, ვინაიდან შესაძლებელია იგი იყოს გამოყენებული ბოროტად და მან ძალიან არაჯანსაღ პოზიციებს შეუწყოს ქვეყანაში ხელი. ამიტომ, საჭიროა ძალიან ფრთხილი მიდგომა და თუკი იქნება განსაკუთრებული, საგანგებო ვითარება, მსგავსი კანონი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ შეზღუდული დროით და უნდა იყოს დათქმა, რომ ორი თვის შემდეგ ეს კანონი კარგავს ავტომატურად ძალას.

რამდენჯერაც ოპოზიცია პიკეტს მოინდომებს ამ პარლამენტის თუ მომავალი პარლამენტის წინააღმდეგ, იმდენი „ჩათში“ აწყონ საპარლამენტო სხდომები, ან რამდენჯერაც დისკომფორტი შეექმნება საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტის სხდომა მობილური ტელეფონებით ატარონ და უკონტროლოდ მიიღონ გადაწყვეტილებები - არავინ იცის კენჭისყრის სისტემა როგორ იქნება გაკონტროლებული და საერთოდ, უსაფრთხოების საკითხები, ეს არის ძალიან საშიში თემა. არ მგონია, რომ დღეს იყოს ვითარება, რომ პარლამენტი წავიდეს და სამზარეულოდან იღებდეს გადაწყვეტილებას. სერიოზული დაფიქრებაა საჭირო ამ საკითხზე და კონკრეტულად უნდა იყოს ჩაწერილი თუ რა ვადებში იქნება მოქმედი და რა შემთხვევაში, ეს შემთხვევა და საფრთხის მასშტაბები უნდა იყოს ჩაწერილი. ყოველთვის შეიძლება პარლამენტმა თუნდაც, ამ დარბაზში სპეციალური დაცვის ფორმებით იმუშაოს, თუკი საგანგაშო ვითარება იქნება,"- განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა