რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უმუშევრად დარჩენილი დაახლოებით 100 000-მდე ადამიანისთვის კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხი დააყენეს

რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ პრაქტიკულად ყველა რესტორანი დაიხურა და უმუშევრად 100 000-მდე ადამიანია დარჩენილი.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხი იქნა დაყენებული.

"ჩვენ მთავრობის წინაშე დავაყენეთ საკითხი რომ პერსონალი, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩა დაახლოებით 80 000-დან 100 000-მდე ადამიანს რაღაცნაირად შეუმსუბუქდეს სოციალური გარემო. საუბარი იყო კომუნალური გადასახადების გადავადების საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე. მესმის, რომ კერძო კომპანიებთანაა საჭირო მოლაპარაკებები. ეს ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და თუ არ დარეგულირდება შემდეგ ძალიან რთულად მოგვარებადი იქნება სიტუაცია. გვითხრეს, რომ არის მზაობა და კომუნალურ კომპანიებთან ერთად იმსჯელებენ როგორ შეიძლება სიტუაციიდან იოლად გამოსვლა. საუბარი არაა ჩუქებაზე, საუბარია გადავადებაზე 3 თვით.

ბიზნესი ასეა აწყობილი, რომ შემოსავალი შემომდის და ხელფასს ვაძლევ თანამშრომელს. თუ შემოსავალი არ შემომდის ვეღარ ვუხდი ხელფასს. როდესაც სახელმწიფომ გადადგა ეს ნაბიჯი და მე თანამშრომელი გამაშვებინა სამსახურიდან, ჩვენ ვიცით, რომ ამ 100 000 ადამიანს, ვინც სამსახურის გარეშე დარჩა კომუნალური გადასახადის პრობლემა დაუდგება. მიადგება კომუნალური სამსახური და ეტყვის, რომ უნდა ჩაჭრას დენი. ვაყენებთ საკითხს, რომ სახლში გაშვებულ თანამშრომლებს ეს იქნება რესტორანი, სასტუმრო თუ სხვა ყურადღების მიქცევა სჭირდებათ.

კონკრეტულად ჩემი თანამშრომლის, შეფის ნათქვამია, რა განსხვავებაა მე შიმშილით მოვკვდები თუ კორონავირუსით მოვკვდებიო, კორონავირუსით შეიძლება გადავრჩე და შიმშილით ხომ უეჭველი მოვკვდებიო. აბსოლუტურად საღი აზროვნებაა, ნეტა ასეთი საღი აზროვნება იყოს მთავრობაშიც",-აცხადებს გაბრიჩიძე.

შეგახსენებთ, მთავრობის რეკომენდაციაა, რესტორნები და კაფე-ბარები ღია მომსახურებიდან მიტანის სერვისზე გადავიდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს