პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ სმს შეტყობინების გაგზავნას უკავშირდება

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებას ასრულებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბურჭულაძეების ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც რამიშვილი აღნიშნავს, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებას ზოგადი განჩინების საფუძველზე ატარებენ და მისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს.

„განჩინების საფუძველზე მიმდინაროებს საგამოძიებო მოქმედება, კომპიუტერში რა მასალაა, ამას ეძებენ და ვნახავთ, რასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. განჩინება არის ზოგადი, რომ კომპიუტერიდან ყველანაირი სახის ინფორმაცია უნდა ამოიღონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და რას ითხოვენ. დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ. თუ დაკავება მოხდება, მაშინ ყველაფერი მიზანმიმართულია“, - განაცხადა რამიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ბურჭულაძეების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

იხილეთ ვიდეო: სპეცოპერაცია პაატა ბურჭულაძის ვაჟების ოფისში - გამოძიება მათ სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის შემცველი შეტყობინების გაგზავნას ედავება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა