14.07.2025 / 09:02
„თიბისი” - მეწარმეებს, რომლებიც ქართული პროდუქციის რეალიზებას Vendoo-ს პლატფორმით ახორციელებენ, საკომისიო გადასახადი 1 თვის განმავლობაში მინიმუმამდე შეუმცირდებათ

ელექტრონული კომერციის პლატფორმა - Vendoo.ge-ს და „თიბისი ბიზნესისთვის“ ერთობლივი გადაწყვეტილებით, მეწარმეებს, რომლებიც ქართული პროდუქციის რეალიზებას Vendoo-ს პლატფორმით ახორციელებენ, საკომისიო გადასახადი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმამდე შეუმცირდებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება კომპანიებმა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად და მათი ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად მიიღეს.

ინიციატივის ფარგლებში, მეწარმეები, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებენ და Vendoo.ge-სთან თანამშრომლობენ, საკომისიო გადასახადი ავტომატურად შეუმცირდებათ. ხოლო ისინი, ვინც ონლაინ პლატფორმაზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობასთან ერთად, ვებგანთავსებისთვის საჭირო ფოტოგადაღების სერვისს და ვიზუალურ მასალას ისევ უსასყიდლოდ მიიღებენ.

Vendoo.ge-ზე რეგისტრაცია ბიზნესების წარმომადგენლებს შეუძლიათ ბმულზე.

ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს და მომწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. Vendoo-ს მიზანია, გაამარტივოს პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მიაწოდოს პროდუქტი და შესთავაზოს მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს