რუსეთმა ცხინვალს ფედერაციის ტერიტორიაზე გადასასვლელად შეზღუდვა დაუწესა - ცხინვალმა დანარჩენ საქართველოსთან გამშვები ყველა პუნქტი ჩაკეტა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი ე.წ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რუსეთთან და საქართველოსთან „საზღვრის“ გადაკვეთაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, 1 მაისამდე, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შესვლა აიკრძალა. რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდა დე ფაქტო რესპუბლიკის იმ მცხოვრებლებისთვისაც, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს.

კომიტეტის ცნობით, რუსეთში გადასვლას შეძლებენ ე.წ. რესპუბლიკაში რეგისტრირებული ავტომანქანები.

რაც შეეხება დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლას, დე ფაქტო კომიტეტი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით გამშვები პუნქტი „ცხინვალი-ერგნეთი“ და რაზდახანის, პერევისა და ხელჩუას გამშვები პუნქტები დაიკეტა განსაკუთრებულ განკარგულებამდე, მათ შორის იმ პირებისთვისაც, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადადიოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა