რომან გოცირიძე - შეზღუდვა უნდა მოქმედებდეს თანაბრად ყველასთვის, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე - ეს უნდა შეასრულოს ერმა და ბერმა, მრევლმა და საერო საზოგადოებამ

ეს უნდა შეასრულოს ყველამ, ერმა და ბერმა, მრევლმა და საერო საზოგადოებამ. ეს შეზღუდვა უნდა მოქმედებდეს თანაბრად ყველასთვის, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომარეობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივას მხარს უჭერს. როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ეს არის სერიოზული აქტი, რომელიც საფიხათო იქნება, თუ ქვეყანამ ამ ვითარებაში სწორი ნაბიჯები არ გადადგა. დეპუტატი ამბობს, რომ ისინი რეკომენდაციებს ხელისუფლებას ყოველგვარი „ჯინში ჩადგომის“ გარეშე მისცემენ.

„ჩვენ ახლა არ გვაქვს დასაკარგი დრო, ამიტომ ქვეყანაში ახლა არსებული ყველა მთავარი ინსტიტუტი, რომელსაც გავლენა აქვს საზოგადოებაზე, უნდა ამოქმედდეს ძალიან სწრაფად. ეს არის მთავრობა, პარტიები, არასამთავრობო სექტორი, მედია, ეკლესია. ყველას მიზანი არის ერთი. ეს არის ადამიანების სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

არ არის ფუჭი საუბარი საჭირო, რაღაც თარიღებზე ქარაგმებით საუბარი - ერთ თვეში აღდგომა რომ არ ეტევა ამას ამბობთ? გვინდა, რომ თვეზე მეტი იყოს და აღდგომაც მოჰყვეს ამაში? თარიღი არის სწორი, საჭირო იქნება? გაგრძელდება. უნდა შეასრულოს ყველამ, ერმა და ბერმა, მრევლმა და საერო საზოგადოებამ. ეს შეზრუდვა უნდა მოქმედებდეს თანაბრად ყველასთვის, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. პატივი ვცეთ კონსტიტუციას და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა