არჩილ თალაკვაძე - დეკრეტის ტექსტი ამბობს, რომ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული - რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი

როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რომ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, იკრძალება თუ არა ეკლესიებში 10-ზე მეტი პირის ერთდროულად ყოფნა. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ისე ყველა რელიგიური ორგანიზაცია დაეხმარება სახელმწიფოს ვირუსის გავრცელების შეკავებაში.

„რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ამ პერიოდში მსოფლიოში არის covid 19 - ის პანდემია და საქართველომ პირველ ეტაპზე, ეფექტურად მოახერხა ვირუსის გავრცელების შეკავება. თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების განხორციელება. როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს