რომან გოცირიძე - საგანგებო მდგომარეობის სრულად შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას - მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მზად ვართ, ხელისუფლებას გავუზიაროთ ყველა გამოცდილება, რომელიც გაგვაჩნია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევის გამოცდილება აქვს და მზად არის, საკუთარი გამოცდილება ამჟამინდელ ხელისუფლებას გაუზიაროს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ეს დღეს არის ის აუცილებელი ნაბიჯი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომავალში ქვეყნის ჯანსაღი განვითარება, უკვე ჩამოშლილი ეკონომიკის ფეხზე დაყენება, მისი რეაბილიტაცია და შემდგომი წინსვლა. საგანგებო მდგომარეობის სრულად შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, მზად ვართ, ჩვენს ქვეყანას ყველანაირად დავუდგეთ მხარში. ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნისა და ამ ქვეყნის სწორი, ევროპული მიმართულებით დაყენებისა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაძლევისა იმ უმძიმეს ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები იყო და როდესაც მთელ მსოფლიოში ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა. ჩვენ ამ უმძიმესი ვითარებიდან გამოვედით მყარი ლარით, ძლიერი ეკონომიკით, რომელმაც 1 წლის შემდგომ კვლავ შეძლო დინამიური განვითარება. - განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა