ანდრია ჯაღმაიძე - გვითხრეს, რომ თუ საშუალებას მისცემთ მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოიწიოს

გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემთ მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელია, ამ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნეს იმისათვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საგანგებო ვითარების გამოცხადების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როცა საუბარია ხალხმრავლობაზე, მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმად, ეკლესიის მრევლს საშუალება ექნება ღვთისმსახურებას ტაძრის ეზოშიც მოუსმინოს.

„ვხედავთ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბევრი სხვა ქვეყანა და იქ მომხდარი ეს აფეთქება, ეპიდემია დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ამიტომ თუ არ ეწინააღმდეგება რაიმე რეკომენდაცია ღვთისმსახურებას, დღესასწაულის აღნიშვნას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანმრთელობის დაცვაზე, ერთმანეთზე ზრუნვისათვის რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს მაქსიმალურად.

ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემს მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლებელი არის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეულ იქნეს იმისათვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისთვის,“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის ვადა 21 აპრილს სრულდება.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“