პაატა იმნაძე  - ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა

„მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში?“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციები ეხება ყველას.

„ჯერ ჩინელებზე იყო რაღაც და კიდევ კარგი მედიას სწორი პოზიცია ეკავა, იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს ვერ გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო მებრძოლ ღვთის მგმობავთა კავშირი და ასეთი მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიასთან ბრძოლა. რეკომენდაციები ყოველთვის იყო და არის. რეკომენდაციები ეხება ყველას, მორწმუნეს, ურწმუნოს, ეკლესიურს, ანტიეკლესიურს, ეკლესიასთან მებრძოლს, ეს ყველას ერთნაირად ეხება“, - განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა