მარინა ეზუგბაია - ამ ეტაპზე გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 3 მძიმე ავადმყოფი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 32 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 3 პაციენტის ჯანმრთელობს მდგომარეობა მძიმეა.

ეზუგბაიას განმარტებით, მძიმე პაციენტებიდან 2 ქალბატონია და ერთი მამაკაცი, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მისივე თქმით, მამაკაცს თანარსებული დაავადება აქვს, შაქრიანი დიაბეტის სახით.

„3 პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან გამოჯანმრთელებული. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე, 32 პაციენტი მკურნალობს. ამ პაციენტებიდან, როგორც დილით აღვნიშნე, მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი. 2 ქალბატონი, შედარებით ასაკოვანია, მათგან ერთს აქვს თანარსებული ჰიპერტონული დაავადება, მეორეს ასაკთან ერთად, მძიმე ნევროლოგიური დაავადებაც აქვს, რის გამოც ეს ორივე პაციენტი, გარკვეულწილად ისევ, პროგნოზულად პროგრესირების თვალსაზრისით, მძიმე პაციენტებად მოიაზრებიან. გარდა ამის, კიდევ ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ შეგვემატა. ესეც შუახანს გადაცილებული პირი არის, რომელსაც თანარსებული დაავადება აქვს, შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. ამ ეტაპზე დაწყებულია მკურნალობა და ვნახოთ დინამიკაში, რა სიტუაცია გვექნება, ამ წუთში თითქოსდა სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ პროგნოზი ამ პაციენტთანაც სერიოზული შეიძლება იყოს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება; მათგან გამოჯანრთელებულია - 3 პირი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს