ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აქტივობის თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აქტივობის თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მოსახლეობის აქტივობის თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულად ითვლება.

18:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა ე.წ. ამომრჩევლების 58.85 %-მა, რაც 77 573 ადამიანია. ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა, საარჩევნო სიების მიხედვით, 131 817-ს შეადგენს.

ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა გალის რაიონში დაფიქსირდა, ყველაზე მცირე გაგრის რაიონში. ე.წ. შსს-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, „საარჩევნო უბნებზე“ დარღვევები არ დაფიქსირებულა.