ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქმედი „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანიას „არჩევნებში“ მიღწეულ წარმატებას ულოცავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქმედი „პრეზიდენტი“ და პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატს, ასლან ბჟანიას „არჩევნებში“ მიღწეულ წარმატებას ულოცავს, - ამის შესახებ ინფორმაცის აფხაზური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბგანბასა და ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ე.წ. „პრემიერმა“ ბჟანიას ე.წ. „არჩევნების“ წინასწარი შედეგები მიულოცა და „ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.“

შეგახსენებთ, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 75.68% იყო. ბჟანიას ე.წ. „სარჩევნო შტაბის“ ინფორმაციით, „არჩევნებში“ მათი „სპარეზიდენტო კანდიდატი“ ლიდერობს და მან ამორჩევლის ხმების 58.47% მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ადგურ არძინბაა 34.7 %-ით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო