ირაკლი ჩიქოვანი - ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს დავალებული აქვთ მარნეულში და ბოლნისში იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას

ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვთ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკურ აქტივობაში ჩართული ობიექტების მუშაობა გაგრძელდება მკაცრად გაწერილი პროტოკოლით. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სპეციალური ზომების უზრუნველყოფის კოორდინაცია დაევალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს სოზარ სუბარს.

„ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვთ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას, თუმცა ეს მუშაობა გაგრძელდება მხოლოდ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით და მკაცრად იქნება დაცული ყველა რეგულაცია, რომელიც საჭიროა ეკონომიკურ აქტივობაში ჩართული ობიექტების ფუნქციონირებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სპეციალური ზომების უზრუნველყოფის კოორდინაცია დაევალა საქართველოს პერმიერ-მინისტრის მრჩეველს სოზარ სუბარს. ის ყოველწუთიერ კონტაქტშია ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენ სრულად ვფლობთ ინფორმაციას და ისინიც სრულად იღებენ დავალებებს და გადაწყვეტილებებს აქედან,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებაზე ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მუშაობს.

„ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მუშაობს იმისათვის, რომ მოხდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების სრულად ინფორმირება არსებული ვითარების შესახებ. ასევე ისინი შეისწავლიან იქ არსებულ ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე წუხილები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. იცით, რომ ადგილზე დამატებითი ჰოსპიტალური შესაძლებლობები შეიქმნა,“ - განაცხადა ჩიქოვანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა