საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

საერთაშორისო საზოგადოება 2020 წლის 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია რამდენიმე დასავლელი პარტნიორის განცხადება. მათ შორის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე უმაღლესი წარმომადგენელი პიტერ სტანო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდსა და პირად „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„ევროკავშირი არ სცნობს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მტკიცედ უჭერს მხარს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი კვლავ განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას“, - ნათქვამია პიტერ სტანოს განცხადებაში.

ე.წ. არჩევნებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამის სამდივნოც გამოეხმაურა. მათივე თქმით, სუამის სამდივნო საქართველოს სოლიდარულია და არ სცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

22 მარტს გამართულ ე.წ. არჩევნებს გმობს ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

„ლიეტუვა არ აღიარებს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური გზის მიმართ“ , - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა