გიგა ბოკერია - ახლა სჭირდება ხალხს ფული, მოსახლეობას ე.წ. საპენსიო გადასახადი უნდა დაუბრუნდეს, რაც ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 600 ლარამდეა

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კერძოდ, პარტია მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული ფულის გადაცემის ინიციატივით გამოდის.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ფული „შავი დღისთვის“ გროვდებოდა და სწორედ ახლა არის ეს „შავი დღე“, როდესაც ხალხს თავისი ფული სჭირდება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ თანხით მოსახლეობის დახმარებას გადაწყვეტს, მოქალაქეებს 483.6 მილიონი ლარი დაუბრუნდებათ, ხოლო მეწარმეებს - 166 მილიონი ლარი.

„მომდევნო თვეების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმებულების და დამსაქმებლების, საშუალო კლასის - ყველა ადამიანის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება და ამ დროს მხოლოდ ზოგადი მოწოდება, რომ ხალხს უნდა დავეხმაროთ, არ არის საკმარისი. კონკრეტული წინადადებებია საჭირო. ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით, ფულის კონკრეტული წყაროთი, საიდან უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა თუნდაც მცირედით, მაგრამ სწრაფად. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ჩვენი ფული. ის ფული, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში აკრეფილია ე.წ. საპენსიო გადასახადით. ეს ფული ახლა დევს და იდეაში, ის იყო სიბერისთვის, „შავი დღისთვის“ გადადებული ფული. ახლა არის ეს “შავი დღე“ და ახლა სჭირდება ამ ხალხს ეს ფული. ამ ყველაფრის შედეგად, მოქალაქეებს დაუბრუნდებათ 480 მილიონ ლარზე მეტი და მეწარმეებს - 170 მილიონ ლარამდე. ერთ მოქალაქეს საშუალოდ 600 ლარამდე დაუბრუნდება , ხოლო თითოეულ დამსაქმებელს ყოველ დასაქმებულზე - საშუალოდ 223 ლარი,“ - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მოსახლეობას თავისი საპენსიო დანაზოგები სწორედ ახლა სჭირდება. „ევროპული საქართველოს“ პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ საპენსიო ფონდში დარჩენის ან ფონდიდან გასვლის არჩევანი მოქალაქეებს ხელახლა უნდა მისცეს და ამისათვის ერთთვიანი ვადა - 1-ლი აპრილიდან 1-ელ მაისამდე - უნდა განისაზღვროს.

„ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ ფონდში დარჩენის მსურველებმა აღნიშნულ პერიოდში განცხადებით უნდა მიმართონ საპენსიო სააგენტოს, ხოლო მათ, ვინც არ მიმართავს, კუთვნილი ფული უკან უნდა დაუბრუნდეთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე