გრიგოლ გეგელია - ასეთ რთულ დროს ჩვენი მოქალაქეების ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების გარეშე დატოვება, სრულ სოციალურ უპასუხისმგებლობას წარმოადგენს

ასეთ რთულ დროს ჩვენი მოქალაქეების ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების გარეშე დატოვება წარმოადგენს სრულ სოციალურ უპასუხისმგებლობას - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ენერგოკომპანიები მოქალაქეებს დავალიანების გამო ელ-ენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას უწყვეტენ.

,,მკაფიოდ მოვუწოდებთ ენერგოკომპანიებს და კომუნალური სერვისების სხვა მიმწოდებლებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს ყველა მოქალაქის, ბიზნესის და პოლიტიკური კლასის ერთობლივი ამოცანაა საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვა. ასეთ რთულ დროს ჩვენი მოქალაქეების ელექტრო ენერგიისა და გაზმომარაგების გარეშე დატოვება წარმოადგენს სრულ სოციალურ უპასუხისმგებლობას. ეს არის არასახელმწიფოებრივი და არასოლიდარული ქმედება, რომელიც უკვე სოციალურ კრიზისში მყოფ ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.

“ლელო” უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს, რომ ენერგოკომპანიებმა და კომუნალური სერვისების სხვა მიმწოდებლებმა მომხმარებლებს დაუყონებლივ დაუწესონ დროებითი მორატორიუმი. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი ერთობა, სოლიდარობა და თანადგომა, რათა გავიმარჯვოთ პანდემიაზე.

აუცილებელია, დროულად იქნას მიღებული ზომები კრიზისის ეფექტიანად სამართავად, რათა საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დარჩეს ელ-ენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების გარეშე პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობა და მხნეობა განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება’’ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ, რომლის კომენტარსაც „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა