ასლან ბჟანიას ე.წ. ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაცია“ 23 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ „არჩევნებში“ გამარჯვებულმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რით დაიწყებს მუშაობას თანამდებობაზე, ბჟანიამ განაცხადა, რომ ე.წ. მთავრობაში პერსონალური შემადგენლობა შეიცვლება. მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ „მთავრობას“ ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, დანიშნავს თუ არა ვიცე-პრემიერად მის კონკურენტს „საპრეზიდენტო არჩევნებისას“ ადგურ არძინბას, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მასთან ჯერ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს