რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, იმ პაციენტების ანალიზების პასუხები, რომლებიც ინფიცირებულებთან ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ, ნეგატიურია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, იმ პაციენტების ანალიზის პასუხები, რომლებიც კლინიკაში ინფიცირებულებთან ერთად ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ, ნეგატიურია. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ საავადმყოფოში ვირუსის პაციენტიდან პაციენტზე გადადება არ მოხდეს, ინფიცირებულები ძირითადად ინდივიდუალურ პალატებში თავსდებიან.

„მთლიანად გაიტესტა ის სივრცე, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები იყვნენ მოთავსებულები და იქ ყველას პასუხი ნეგატიური აღმოაჩნდა და ძალიან გვახარებს ეს, ვცდილობთ მაქსიმალურად შევზღუდოთ ეს სივრცეები, ამიტომ ვცდილობთ ყველა პაციენტი ინდივიდუალურად იყოს პალატაში, რადგან არ გადაიკვეთოს სხვა პაციენტებთან. მთელ ჩვენს სიმძლავრეს ვერ ვიყენებთ, რადგან ორ ადგილიან პალატაში წევს ერთი ადამიანი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი ოჯახის წევრები არიან ან ერთად იმოგზაურეს, შეიძლება მოთავსდეს ორი ან სამი პაციენტი. სხვა შემთხვევაში პაციენტები წვანან ინდივიდუალურად, იმიტომ რომ არ მოხდეს ერთი პაციენტის მიერ მეორეს დაინფიცირება, ჩვენ თვითონ რომ არ გავხდეთ გამავრცელებლები. ჩანიშნულია 7 პაციენტი, მოვლენ ლუგარის ლაბორატორიიდან და შეაფასებენ“,- განაცხადა გოფოძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში