ასლან ბჟანია - აეროპორტი რომ არ მუშაობს, ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას - არსებობენ ძალები, რომლებმაც ამ პროცესში, შესაძლოა, ხელი შეგვიშალონ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ მან სააგენტო „ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„აეროპორტი რომ არ მუშაობს, ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას, რადგან მას არა მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. ეს ფაქტი უარყოფითად მოქმედებს ჩვენ იმიჯზე. სახელმწიფოს, რომელსაც ასეთი კარგი აეროპორტი აქვს, არ გააჩნია საჰაერო მიმოსვლა სტრატეგიულ პარტნიორთან - რუსეთთან და არსებობენ ძალები, რომლებმაც ჩვენ ამ პროცესში შესაძლოა ხელი შეგვიშალონ“ , - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, მისთვის ჯერ ზუსტად უცნობია, რა დრო დასჭირდება რეკონსტრუქციას, რადგან საკითხი ჯერ დამუშავებისა და შესწავლის სტადიაზეა.

„აეროპორტის ამუშავება და სახელმწიფო საზღვარზე მუშაობის რეჟიმის შეცვლა პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს ის არის, რისი გაკეთებაც სავალდებულოა. ეს ის არის, რაც უნდა გადაწყდეს“ , - განაცხადა ბჟანიამ.

სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე ბაბუშერას აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. ის 1993 წელს დაიხურა. აეროპორტის კაპიტალური რემონტისა და რეკონსტრუქციის პროექტი 2019 წლის ოქტომბერში შემუშავდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს