გიორგი ვაშაძე - ჩვენი სტრატეგიის რეალიზების შემთხვევაში, სავარაუდოდ, 12 აპრილს შეგვიძლია ყოველგვარი კარანტინი მოვხსნათ

პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კორონავირუსის საფრთხე რეალურია და ის ყველას თანაბრად გვეხება. მისივე თქმით, საჭიროა ერთიანობა, რადგან ვირუსის ეპიდემიას ცალკე აღებული ვერც ერთი სექტორი ვერ გაუმკლავდება.

გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის აგრესიულ შეტევაზე ორიენტირებული სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც მისივე თქმით, ძირეულად განსხვავდება ვირუსთან ბრძოლის, მთავრობის ხედვებისგან.

„საფრთხე რეალურია, ის ყველას თანაბრად გვეხება და მხოლოდ ჩვენი ერთიანობით შევძლებთ მასთან გამკლავებას. უნდა გვესმოდეს, რომ ცალკე აღებული ვერც ერთი სექტორი, მათ შორის ვერც მხოლოდ მთავრობა, ვერც მხოლოდ სამედიცინო სექტორი ვერ გაუმკლავდება ამ გამოწვევას. სწორედ ამიტომ გთავაზობთ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, ჩვენი გუნდის მიერ მომზადებულ არა შეკავებაზე, არამედ აგრესიულ შეტევაზე ორიენტირებულ სტრატეგიას, რომელიც ძირეულად და პრინციპულად განსხვავდება ვირუსთან ბრძოლის მთავრობის აქამდე არსებული ხედვებისგან. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის პირველი ნაწილი, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილი, რომელიც 3 მნიშვნელოვან კომპონენტს შეიცავს: საჭიროა გაიდლაინებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამედიცინო სექტორისთვის, პირველადი ჯანდაცვის, ანუ ოჯახის ექიმების ამბულატორიების, პოლიკლინიკების მომზადება თავიდან ბოლომდე ამ აგრესიული შეტევისთვის და პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი, რომელიც აუცილებლად გვჭირდება, რომ აგრესიულ შეტევაზე გადავიდეთ. ხოლო მეორე ნაწილი ეს არის, თარიღების მიხედვით გაწერილი აქტივობები. ჩვენი ამ სტრატეგიის რეალიზების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, 12 აპრილს შეგვიძლია ყოველგვარი კარანტინი მოვხსნათ, მას შემდეგ, რაც სწრაფ დიაგნოსტიკას დავიწყებთ. ყველაფერი ეფუძნება აგრესიულ დიაგნოსტიკას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს