მიხეილ სააკაშვილი მზადაა, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება უზუნველყოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზუნველყოს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციული საკითხები მოგვარებულია, მათ შორის მოძიებულია ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოყვანისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი.

როგორც მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, კონკრეტული საკითხების განსახილველად მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე, პრეზიდენტის ბიბლიოთეკას.

"მე მაქვს ახალი შეთავაზება მთავრობასთან, არ მაინტერესებს თქვენი პოლიტიკური ბედი, მაინტერესებს ჩვენი ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი ულუკმაპუროდ ჩარჩენილია ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ფანჯარა მათი ჩამოყვანის სულ უფრო და უფრო მცირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს ვერ ამოვიყვანთ და გავუშვებთ სახლებში, მაგრამ ჩემი შეთავაზება არის ასეთი - მე მაქვს საკმარისი კავშირები და ორგანიზაციული რესურსები იმისათვის, რომ დავაორგანიზოთ ამ ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, კარანტინში, დაცულად, მაგრამ რაც მთავარია, საკუთარ სამშობლოში. მთავრობას შეუძლია დაუკავშირდეს ჩემს ბიბლიოთეკას, ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ეს შეუძლიათ გააკეთონ არაოფიციალურად და კამერების გარეშე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის, ფინანსური რესურსი მოძიებული, რათა მასობრივად მოხდეს ამ ხალხის ჩამოყვანა ქვეყანაში, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში. ახლა ისეთი დროა ყველა უნდა დავდგეთ პირადი ანგარიშსწორების მიღმა", - განცხადა სააკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია