ბადრი ჯაფარიძე - მომდევნო სამი თვის განმავლობაში ლარის კურსის ზედა და ქვედა ზღვარი უნდა დაწესდეს, რათა მოსახლეობას სტაბილურობის განცდა ჰქონდეს

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ლარის კურსის ზედა და ქვედა ზღვარი დააწესოს, რათა მოსახლეობას სტაბილურობის განცდა ჰქონდეს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ „ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მოდელის“ წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივისთვის 300 მლნ დოლარის გამოყოფა იქნება საკმარისი.

„ყველას ძალიან აწუხებს ლარის რყევა, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოწვეულია ობიექტური ფაქტორებით, მაგრამ ამავდრულად გამოწვეულია იმ მოლოდინებით, რომელიც არსებობს დღეს ბაზარზე. ამიტონ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ სამი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც პანდემიასთან აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს, ეროვნულმა ბანკმა შემოიღოს ლარის კურსის დერეფანი, ანუ ზედა და ქვედა ზღვარი, რაც ადამიანებს მისცემს საშუალებას, რომ ჰქონდეს განცდა, რომ ლარის კურსი არ გასცდება ამ საზღვრებს და აღარ იქნება პანიკური მოთხოვნა დოლარის შეძენაზე. ამისთვის ჩვენი შეფასებით, საკმარისი იქნება 300 მლნ დოლარის ბაზარზე გატანა, გონივრულ ვადებში იმისთვის, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში დადგენილი დერეფნის ფარგლებში მოხდეს ლარის კურსის ცვლილება. ეს იძლევა სტაბილურობის განცდას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს.

„დღევანდელმა კრიზისმა ასევე გვაჩვენა, რომ აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიზნით საჭიროა, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს იმას, რომ ყველა ნაკვეთი, ყველა მიწა იქნეს დამუშავებელი, რომ შეიქმნას ყველა მასტიმულირებელი მექანიზმი იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი ნიადაგი, სავარგული დაუმუშავებელი იმისათვის, რომ საქართველომ შექმას თავისი სასურსათო უსაფრთხოება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს